“თმის გადანერგვას ვუკეთებდი ერთ ძალიან, ძალიან ცნობილ კრიმინალს”– რა ისტორიას იხსენებს ცნობილი პლასტიკური ქირურგი?
ცნობილი პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაია გადაცემას „პირველი სტუდია“ სტუმრობდა, სადაც ერთ-ერთი ცნობილი კრიმინალის მასთან სტუმრობა გაიხსენა.
„რატომღაც ძალიან კარგად მახსენდება, თმების გადანერგვას ვუკეთებდი ერთ ძალიან, ძალიან ცნობილ კრიმინალს.
თმებს, რომ ვუნერგავდი, პარალელურად ტელეფონზე ლაპარაკობდა, მაშინ დიდი, ანტენიანი ტელეფონები იყო.
როცა თმები აკლია ადამიანს, ალოპეცია, ეს ანდროგენულია და სექსუალურობის დამამტკიცებელია…
რაც უფრო ნაკლები თმა აქვს მამაკაცს თავზე, იცოდეთ, რომ მით უფრო სექსუალურია,“ – აღნიშნა ციცინო შურღაიამ.