„არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ“

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპირ ფინალურ შეხვედრას ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს.

„არაფერია იმაზე ღირებული, როცა წარმატებას შენი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აღწევ. იმ ერთიანობამ და სულისკვეთებამ, რომელიც დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით გვაქვს, დიდ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს. მინდა, ნაკრების ყველა წევრს, განსაკუთრებით ფეხბურთელებს წარმატება და საკუთარი ოცნების ახდენა ვუსურვო. ეს გამარჯვება ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება! საქართველო ერთადაა“, – წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში.

დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრას თბილისში, „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ასევე იხილეთ