“გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“- ბუდუ ზივზივაძის მეუღლის პირველი ინტერვიუ

587

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე ბუდუ ზივზივაძეზე, მისი მეუღლე, ნინი კვერნაძე „იმედის დილის“ ეთერში საუბრობს.

მისი თქმით, ბუდუ ძალიან ყურადღებიანი მეუღლე და მამაა.

„ძალიან კარგი მამაა, ძალიან მეხმარება შაის აღზრდაში. 21-ში მატჩის შემდეგ, იმდენი მოლოცვები მივიღეთ, მეორე საღამოს ძლივს დავდეთ ტელეფონი ოჯახის წევრებმა. მე ცოტა ინტროვერტი ვარ და დიდად ყურადღება არ მომწონს, თუმცა გავუძლებ, თუ ასეთი წარმატებული იქნება“,- ამბობს ნინი კვერნაძე.