“პირველივე დანახვაზე მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო ვინც კი შემხვედრია”

206

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია ოჯახთან ერთად  გადაცემის სტუმარი იყო.

როგორც კაპიტანი იხსენებს, თამთა პირველი დანახვისთანავე მოეწონა.

,,პირველივე დანახვაზე ვიგრძენი, რომ ძალიან მომეწონა, ყველაზე ლამაზი ადამიანი იყო ვინც კი შემხვედრია. ვეცადე რომ ურთიერთობაში შევსულიყავი და გამომივიდა. ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმის და პირად სივრცეს პატივს ვცემთ. ვეხმარებით ერთმანეთს.”, – საუბრობს გურამი.

თამთას თქმით, მეუღლესთან თავს ძალიან თავისუფლად და კომფორტულად გრძნობს.

,,მასთან ძალიან თავისუფლად და კომფორტულად ვიყავი. არ მახსოვს რომ რაიმეზე სერიოზულად გვეკამათოს, ყველაფერზე ვთანხმდებით და სრული თავისუფლება გვაქვს ერთმანეთში”, – საუბრობს თამთა.