“ჩემი ბავშვობის ვიდეოებს რომ ვუყურებ, მინდა ჩავეხუტო და ვუთხრა რომ ძალიან მაგარი გოგოა“

128

 გადაცემა „დილის LIVE“-ის რუბრიკის „მეგობრობის დღიური“ სტუმარი მომღერალი თიკა ჯამბურია იყო, რომელმაც საკუთარი თავის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

თიკა ჯამბურიამ საკუთარი ჰობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ უყვარს საჭმელების კეთება, თხილამურებით სრიალი და ა.შ.

„ბევრი ჰობი და ინტერესები მაქვს ამ ბოლო დროს.. მინდა ყველაფერი მოვირგო და ყველაფერი გავსინჯო. ბევრი ინტერესები როცა გაქვს, უფრო საინტერესოა შენი ცხოვრება.

საკუთარ თავში არაფერს შევცვლიდი, ძალიან კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით.

არავის გამო არ უნდა შეიცვალო იმიტომ, რომ შენ ხარ ეგეთი და თუ შენს გვერდზე ადამიანებს უყვარხარ, უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ.

ჩემი ბავშვობის ვიდეოებს რომ ვუყურებ, სულ მინდა ჩავეხუტო, მოვეფერო, ვაკოცო და ვუთხრა რომ ძალიან მაგარი გოგოა, ყველაფერი გამოუვა და ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს თიკა ჯამბურია ბლიც ინტერვიუში.