ნანუკა გულუა ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება იმ ავარიის შესახებ, რომელშიც მცირე ხნის წინ მოყვა:
„ჩემს ცხოვრებაში ყველა ცუდ მოვლენას ახსნა აქვს. ზოდიაქოთი მორიელი ვარ და იცით, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან განვითარებული აქვთ წინათგრძნობა. ავარიამდე ერთი კვირის განმავლობაში აკვიატებული მქონდა აზრი და ვიცოდი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ავარიის ხმებიც კი ჩამესმოდა. ეს შეგრძნება ახლოს იყო. ვფიქრობდი, ნეტავ, ავარიაში ხომ არ უნდა მოვყვე-მეთქი. 12 წელია, საჭესთან ვზივარ, სისწრაფესაც გავუთამამდი, თუმცა მაინც ფრთხილი ვარ…“
ნანუკა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ავარიას გაფრთხილებად მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მის გვერდით შვილი მჯდარიყო – „მოხდა ავარია, მიმანიშნა ღმერთმა, რომ შენ ახლა მარტო ხარ, ხო ხედავ, მოულოდნელად რა დაგემართა და დაფიქრდი, ახლა შენ გვერდით ბავშვი რომ მჯდარიყო, რა იქნებოდა, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით იარე, შენ, მტერო ქალოო. ნამდვილად ასე იყო ეს ამბავი (იცინის).
ახლა კი ვიცინი, მაგრამ სასწაულად გადავრჩი. სრულიად დაფშვნილი მანქანიდან უნაკაწროდ გადმოვედი, საღ-სალამათი, აბსოლუტურად არანაირი დაზიანება არ მქონდა…“