ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურად გვიზიარებს ოჯახურ თუ ყოველდღიურ კადრებს. ამჯერად ხატია შვილებთან ერთად გადაღებულ ვიდეოს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.
„მშვენიერი დღეა სიკეთის საკეთებლად. უანგაროდ თუ შეძლებ მის კეთებას, ცხოვრების გზაზე საჭირო დროს და საჭირო ადგილას იგრძნობ მის ძალას“,- წერს ხატია სიჭინავა.