“თვითმფრინავში დედამ თვალებზე ამაფარა ხელი – დაჭრილებთან და მიცვალებულებთან ერთად გამოვფრინდით“

სატელევიზიო გადაცემის, „ნიკოლოზის კითხვების“ გასულ ეპიზოდს მსახიობი თამუნა ნიკოლაძე სტუმრობდა.

გადაცემის ერთ-ერთ ნაწილში თამუნა ნიკოლაძემ ისაუბრა აფხაზეთზე, სადაც ბავშვობა გაატარა. მსახიობმა ასევე გაიხსენა ბავშვობის მძიმე მოგონება – აფხაზეთის ომის დასაწყისი და მომენტი, როდესაც მშობლებთან და დასთან ერთად სოხუმი დატოვა:

„დედას მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ, სანამ იქ ჩასვლა შეგვეძლო, ყოველ ზაფხულს სკოლას როგორც კი ვამთავრებდი, სოხუმში გავრბოდი და აგვისტოს ბოლომდე იქ ვიყავი. როდესაც 14 აგვისტოს ომი დაიწყო, ორი დაბომბვა, 10 დღის განმავლობაში იქ ვიყავით მე, ჩემი და და ჩემი მშობლები.

თვითმფრინავის ერთ-ერთ რეისზე ჩასხდომა მოვახერხეთ. თვითმფრინავში ძალიან მძიმე სურათი დაგხვდა, როგორც კი შეგვიყვანეს, დედამ თვალებზე ხელი აგვაფარა, რადგან დაჭრილებთან და მიცვალებულებთან ერთად გამოვფრინდით“, – იხსენებს თამუნა ნიკოლაძე

ასევე იხილეთ