“ვარსკვლავის გახსნას გილოცავთ მაესტრო, თუ არ ვცდები ლევანიკო იყო პირველი, რომელმაც თქვენთან ერთად შეასრულა ეს “უკვდავი ჰიტი“ (ვიდეო)
რამდენიმე დღის წინ ქართველ კომპოზიტორს რომა რცხილაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს. აღნიშნულის შესახებ მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რომას ვარსკვლავის გახსნას ულოცავს.
მელიტა ფურცელაძე რომა რცხილაძის და ლევან კბილაშვილის მიერ შესრულებულ „ნატვრის ხე“-ს აზიარებს, რომელიც 2011 წელს პროექტ „ჯეოსტარში“ იმღერეს.
„ვარსკვლავის გახსნას გილოცავთ მაესტრო ⭐️ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ ❤️ თუ არ ვცდები ლევანიკო იყო პირველი, რომელმაც თქვენთან ერთად შეასრულა ეს „უკვდავი ჰიტი“ 🎹🎤 მადლობას გიხდით იმ ბედნიერი და ძვირფასი წუთებისთვის, რომელიც ლევანიკოს აჩუქეთ ❤️“, – წერს მელიტა ფურცელაძე.