ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია. დაბადების დღის აღსანიშნავად ის სოციალურ ქსელში ახალ ვიდეოს აქვეყნებს:
„ყველას დიდი მადლობა, ვინც არ დაიზარეთ და მომილოცეთ.. მე იმ დეპრესიული ადამიანების რაოდენობას მივეკუთვნები, ვისაც თავის დაბადების დღეზე ჰგონია, რომ არავის გაახსენდება და საერთოდაც, არავის სჭირდება… ამიტომ, თითოეულმა თქვენმა მესიჯმა გამათბო და დამმუხტა ერთი წლით. ყველა დაგიმახსოვრეთ და კიდევ უფრო შეგიყვარეთ… 34 წლის გავხდი…
დაბადების დღეზე ცუდ ხასიათზე ყოფნა მარტო ჩემი სპორტია თუ ხართ კიდევ ვინმე ამის მიმდევარი?” – წერს ნუკი.