“ვიღაც ძალიან გავლენიანმა დაგვწყევლა – ჩვენი საგოლე ეპიზოდებისას თურქების კარს ჯადო წაეცხო”

151

საქართველო არ შერცხვენილა – თურქებს სულ ბოლო წუთამდე დიდი პრობლემები შეექმნათ – ფილოლოგი გია მურღულია საქართველო-თურქეთის მატჩს სოციალურ ქსელში აფასებს:

1. ქართველებმა იბრძოლეს გონიერი ღირსებით;

2. ვიღაც ძალიან გავლენიანმა დაგვწყევლა – ორი უბრწყინვალესი – პირდაპირ საარაკო – დაგვირტყეს და ჩვენი საგოლე ეპიზოდებისას თურქების კარს ჯადო წაეცხო;

3. მესამე ბურთი ვაჩუქეთ – არ იყო საჭირო მეკარის წინ წასვლა;

4. თურქეთმა თამაშის ხარისხით ვერ გვაჯო ბა;

5. ჩვენს ბიჭებს მადლობა ეკუთვნით თავდადებისა და პასუხისმგებლობისთვის საქართველოს წინაშე;

6. კვარაცხელიასგან მეტს ველოდით, მაგრამ ის კიდევ იტყვის თავის სათქმელს;

7. სანიოლს, ჩემი აზრით, ჩაკვეტაძე არაფრით არ უნდა გაეყვანა – ის ჩვენი ნაკრებისთვის საკვანძო მოთამაშეა;

8. დაცვას მეტი მოეთხოვება;

9. ჩვენი შეტევა ნებისმიერი გუნდისთვის სახიფათოა.

 დაბოლოს:

საქართველო არ შერცხვენილა – თურქებს სულ ბოლო წუთამდე დიდი პრობლემები შეექმნათ.

ჩვენი სადებიუტო მატჩი უიღბლოდ დამთავრდა, მაგრამ ყველაფერი წინ არის – “სანამ ცოცხალი ხარ, არ გაბედო სიკვდილი!”

წინ, ბიჭებო!

თავაწეულებმა იარეთ.

საქართველო თქვენ გვერდით არის – წერს მურღულია.