“დიდი თანხა შემომთავაზეს, სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ჩემი მეუღლე, ფაქტის წინაშე დავდექი“

199

ულამაზესი გოგო ბათუმიდან, რომელსაც 3.5 მილიონი გამომწერი ჰყავს, მარიამ შუკაკიძეა. ის, თავის მოვლასთან ერთად, სამ შვილს ზრდის, კარგი მეუღლეა და ამბობს, რომ ოჯახი მისთვის უპირველესია. უყვარს ქველმოქმედება და ამას არასოდეს იყენებს პიარისთვის.

„პრაიმტაიმს“ მარიამი ისეთ თემებს უმხელს, რომელზე ჯერ არსად უსაუბრია. 

– მარიამ, როგორ გახდით პოპულარული?

ბათუმი პატარაა, თუ რომელიმე გოგო გამოირჩეოდა ჩაცმულობით ან განსაკუთრებული იყო, სულ საუბრობდნენ. ამ ლაპარაკით გამაპიარეს. პირველ რიგში, ფოტოების გადაღებამ შეუწყო ხელი. 2017 წელს სტეფანო გაბანამ ატვირთა ჩემი ფოტო, სადაც დოლჩე გაბანას სამოსი მეცვა, ჩემით დაინტერესდნენ თანამშრომლობა უნდოდათ. გამომიგზავნეს მოწვევა და დიდი თანხა შემომთავაზეს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ჩემი მეუღლე, ფაქტის წინაშე დავდექი, ან ოჯახი უნდა ამერჩია, ან ფოტომოდელობა და მილანში ცხოვრება. რა თქმა უნდა, ავირჩიე ოჯახი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შვილები და მეუღლე. იქ აღარ წავედი, შემდეგ დაიწყეს მითქმა-მოთქმა, რომ წავიდა და არ მოეწონათ, ასეთი რამ არ მომხდარა, არ წავსულვარ არსად. მაგ პერიოდში, ზუსტად 300 000 გამომწერი დამემატა.

მეკითხებიან, რატო არ აირჩიე, უფრო პოპულარული იქნებოდიო, მე ყოველთვის ვიცოდი, რომ გავხდებოდი პოპულარული, ვერიფიკაცია მივიღე ინსტაგრამიდან, ამას ვერ იყიდი. ვფიქრობ, რომ დღეს უფრო ბევრად პოპულარული ვარ. მიხარია, რომ ოჯახი ავირჩიე და არა დროებითი კარიერა. მინდა ვთქვა, რომ ეს ყველაფერი იმ რამდენიმე ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც ანტიპიარი გამიკეთა.

– გაქვთ თუ არა „ინსტაგრამიდან“ შემოსავალი? თითქმის არასდროს არეკლამებთ სხვადასხვა ნივთებს.

მე თვითონ არ მომწონს, როდესაც ადამიანები სხვადასხვა ბრენდებს არეკლამებენ და საკუთარ თავზე არ  გვესაუბრებიან. რაც არ უნდა კარგი და საინტერესო იყოს, რეკლამები ხალხს ძალიან ბეზრდება. თუ ძალიან ფასეული და კარგია, მხოლოდ მაგას ვუწევ რეკომენდაციას, ჩემს თავზე დატესტილს, ესეც ძალიან იშვიათად ხდება. შემოსავლებს რაც შეეხება, მირჩევნია, ადამიანებს თავი არ მოვაბეზრო.

– გავიგეთ, რომ ქველმოქმედება გიყვარს და ამას ხშირად ისე აკეთებ, რომ არავინ გაიგოს.

დიახ, ამდენი ადამიანი იმიტომ ლაპარაკობს ამას, რომ რეალურად ვეხმარები სხვებს და არა იმიტომ, რომ ინსტაგრამზე მიმდევრები მომემატოს, უბრალოდ, მინდა, უანგაროდ დავეხმარო სხვებს. თანხით, საკვებით, ბავშვების ტანსაცმლით. ამას ჩემი თავისთვის ვაკეთებ, ეს სიამოვნებას მანიჭებს. პიარისთვის სიკეთე არასდროს გამიკეთებია. ხალხი ამას აფასებს და ეს ძალიან მახარებს.

– თქვენი დღევანდელი ცხოვრებით მადლიერი ხართ?

ადამიანებს ხშირად მოვუწოდებ, რომ რაც ახლა აქვთ, იმით იყვნენ მადლიერნი, რადგან თუ ყოველთვის იმაზე იფიქრეს, უფრო ძვირიანი მანქანა უნდათ, ან უკეთესი კაბა, ვერასოდეს ვერ შეიგრძნობენ ბედნიერებას, მერე მეტი მოუნდებათ. ყოველთვის უნდა იყო მადლიერი და მე ასე ვარ.

– როგორ ახერხებ ადამიანების სიყვარული მოიპოვო? რას ეტყოდი შენს ჰეითერებს

ხედავენ, ჩემი ლაპარაკიდან და პირდაპირი ჩართვებიდან, რომ არასოდეს არავისზე ცუდს არ ვამბობ. არ მივესალმები სხვის ჩაგვრას. ვფიქრობ ,კარგი ადამიანი ვარ. ცუდ კომენტარებზე ვიტყვი, რომ ნაკლებად ვკითხულობ .