ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”წყალი მეც არ მაქვს, მაგრამ ამჯერად სხვა თემას შევეხები:) როგორც იცით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი ორკესტრის მუსიკოსებმა საკუთარი ხელებით გაარემონტეს ჩვენი სარეპეტიციო-საკონცერტო აუდიტორია აღმაშენებელზე, ყოფილ მუსკომედიის თეატრის შენობაში (რომელიც ახლა ორკესტრს ეკუთვნის).
ჰოდა მას მერე, რაც ცივილიზებულ სივრცეში გვიწევს შემოქმედებითი მუშაობა, ჩვენთან ამ ახალ სცენაზე უკვე არაერთი დიდი სახელის მქონე საერთაშორისო სცენების გამოჩენილი მუსიკოსი დადგა და ააჟღერა კლასიკური მუსიკა. პირველად, ჯერ კიდევ სარემონტო პერიოდში სერგეი ნაკარიაკოვმა მონათლა დარბაზი თავისი შესრულებული გია ყანჩელის მელოდიით, მერე ლიზა ბათიაშვილმა დაუკრა, ანიტა რაჭველიშვილმა იმღერა, დუდანა მაზმანიშვილმა და ქრისტიან იარვიმ გაიარეს რეპეტიციები, გიორგი გიგაშვილმა კატო კვარაცხელიასთან ერთად საღამო გამართა, მერე კი თორაძეების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩვენს ახალ სივრცეში სოსო ბარდანაშვილმა, საშა კორსანტიამ, გიორგი ცაგარელმა, გაბრიელ პროკოფიევმა, ედიშერ სავიცკიმ, შემდეგ გერგელი მადარასმა და ნოემი გიორმა იმუშავეს ჩვენს ორკესტრთან ერთად, დღეს კი თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და ეროვნული ორკესტრის მუსიკოსების ურთიერთ თანამონაწილეობით მიმდინარე რეპეტიციას თანამედროვეობის უდიდესი მაესტრო პაავო იარვი გაუძღვა! ჰოდა ამ მოკლე დროში ჩვენს დალოცვილ ახალ აუდიტორიაში ამდენი დიდი მუსიკოსი და ნამდვილი ვარსკვლავი რომ უკვე მუშაობს და საქმიანობს ხომ წარმოგიდგენიათ მომავალში რამდენ საოცარ ხელოვანს და მუსიკალურ დღესასწაულს უმასპინძლებს… ძალიან ამაყი ვარ და დიდი იმედი მაქვს ყველა ჩანაფიქრი, რასაც ამდენი წელი ვნატვრობდით ნელნელა ახდება და შევძლებთ ძალიან ხშირად გავახაროთ ჩვენი ქალაქის მელომანები! (მხოლოდ იმას განვიცდი გულისტკივილით რომ ჩვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარები გია ყანჩელი და ლექსო თორაძე ვერ მოესწრნენ ამ დღეებს)…
ამასობაში წყალიც მოვა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება, ევროკავშირთან მოლაპარაკებებსაც გავხსნით და მერე ნახეთ რა კონცერტებს და ფესტივალებს დაგახვედრებთ ჩვენს ახალ დარბაზში!!! 🙏🏻🙌🏻♥️🇬🇪🇪🇺”