“6 შვილიშვილი მყავს, ყველა მიყვარს, მაგრამ ეს სულ სხვანაირია… 9 თვის ბავშვმა ბურთით აიდგა ფეხი…“ – გიორგი ქოჩორაშვილის ბებია

189

„9 თვის ბავშვმა ფეხი ბურთით აიდგა…“, – ამბობს გიორგი ქოჩორაშვილის ბებია  ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ ამაყია, არა მხოლოდ შვილიშვილის წარმატებით, არამედ იმითაც, რომ გიორგი ქოჩორაშვილი გამორჩეული პიროვნებაა.

9 თვის ბავშვმა ფეხი ბურთით აიდგა, ბურთს დაარტყა და ისე გაიარა, მშობლები ხელს უწყობდნენ…

ფეხბურთი იყო მისი ცხოვრების არსი, იტყოდა სხვა არაფერზე დამელაპარაკოთო…

გამორჩეული პიროვნებაა, 6 შვილიშვილი მყავს, ყველა მიყვარს, მაგრამ ეს სულ სხვანაირია, ძალიან თბილია… ყველა შვილიშვილი წარმატებულია, გიორგი ერთადერთი ბიჭია“,– ამბობს ბებია.