„სულ ვეუბნებოდი ჩემს შვილებს, კარგად უნდა მოიფიქრო ისეთი რამ, რასაც ბოლომდე მიეძღვნები და არაფერს არ დააკლებ… ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან ჩემი შვილები, კარგი შვილები გამოდგნენ“ – ამის შესახებ მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი საუბრობს.
შვილებთან ურთიერთობის შესახებ მსახიობმა „ნიკოლოზის კითხვებში“ ისაუბრა. ცნობილი მსახიობი იხსენებს დროს, როდესაც მამა ძალიან ახალგაზრდა ასაკში გახდა და როგორც თავად ამბობს, 20 წლის ასაკში მამობას ვერ აცნობიერებ:
„სიამოვნების და ბრაზის ნარევი გრძნობა იყო, თითქოს ყურადღება მომაკლდა. ამ ასაკში მამობას ვერ აცნობიერებ, გეგონება რაღაცაზე ბრაზდები, რაღაცაზე იბუტები და შვილზე ეჭვიანობ. ამ დროს მეც პატარა ვიყავი 20 წლის.
მეორე შვილზე უკვე სხვანაირად იყო, ცხრა წლის მერე შეგვეძინა, მაშინ როდესაც ცოტა ფეხზე წამოვდექით და წელში გავიმართეთ… როგორც მამა არასოდეს არ ჩავრეულვარ შვილების არჩევანში, სულ ვეუბნებოდი ჩემს შვილებს – კარგად უნდა მოიფიქრო ისეთი რამ, რასაც ბოლომდე მიეძღვნები და არაფერს არ დააკლებ… ძალიან ჭკვიანი ბავშვები არიან ჩემი შვილები, კარგი შვილები გამოდგნენ“ – ამბობს მსახიობი.