სად გეგმავს გიორგი მამარდაშვილი ქორწილს?

521

“ვალენსიას” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა გიორგი მამარდაშვილმა “სტუმრად ლელასთან” რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა.

,,სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს, სავარაუდოდ თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.

მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.