“Georgina > Georgia” – რონალდუს რჩეულის, ჯორჯინა როდრიგესის სთორი ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი ჩანთის ფონზე
ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელის, მეორე ნახევარმა, ჯორჯინა როდრიგესმა ევრო 2024 -ის ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის დაწყებამდე, სადაც ერთმანეთს საქართველო და პორტუგალია ხვდებოდა, კრიშტიანო რონალდუს გუნდის მხარდასაჭერი ფოტოები გამოაქვეყნა.
instagram პლატფორმაზე, სადაც ჯორჯინას 59.8 მილიონი გამომწერი ჰყავს, balenciaga– ს ჩანთასთან ერთად, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, საქართველოს შესახებ შექმნილი პოსტერიც მოხვდა. ფოტო სავარაუდოდ მატჩის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც პორტუგალიის გულშემატკივარს უჭირავს პლაკატი წარწერით:
“Georgina > Georgia (ჯორჯინა მეტია “ჯორჯიაზე“)…“