“არც მეგონა, ახსნა თუ დამჭირდებოდა. რამდენიმე ყალბი გვერდია ჩემი, რომლებიც ინბოქსში წერენ ხან ვის და ხან ვის”
სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”დღეში რამდენიმე მეგობარი მაინც მწერს.
არც მეგონა, ახსნა თუ დამჭირდებოდა.
რამდენიმე ყალბი გვერდია ჩემი, რომლებიც ინბოქსში წერენ ხან ვის და ხან ვის.
მგონი ფეისბუქმა და სხვა პლატფორმებმა ნამდვილ ექაუნთებს (ანგარიშებს) ეს ლურჯი ბეიჯი მაგისთგვის მოუფიქრა, რომ ახსნა არ გვიწევდეს, რომელია ნამდვილი.
გამარჯვება გვეზეიმოს დღეს!
ისეთი გამარჯვება, დედა შვილს არ იყვანდეს ხელში :)) <3”