“მიყვარხარ კნუტიკ… გილოცავ ჩემო გოგოვ“ – ნინი ზარქუა ანუკი არეშიძეს დაბადების დღეს ულოცავს (ფოტოები)
დიზაინერი ანუკი არეშიძე იუბილარია.
დედაქალაქის მერის მეუღლე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. მათ შორის ერთ-ერთი პირველი მას საუკეთესო მეგობარი, დიზაინერი ნინი ზარქუა ულოცავს.
„ამასობაში ჩემი კუკურის დაბადების დღეც დადგა!!! გილოცავ, ჩემო გოგოვ!!
უბედნიერესი იყავი მუდამ“, – წერს ნინი და ანუკისთან ერთად გადაღებულ სახალისო ფოტოს აქვეყნებს, სადაც დიზაინერები ერთნაირ, ზოლიან სამოსში არიან გამოწყობილი.

,,მიყვარხარ კნუტიკ” – კიდევ ერთ ფოტოკოლაჟს უძღვნის ნინი იუბილარს.
