“არ მინდოდა ფეხბურთელი ყოფილიყო… ვეხვეწებოდი ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე მეთქი“ – რას ჰყვება გიორგი მამარდაშვილის დედა?

383

გიორგი მამარდაშვილის მშობლებმა დავით მამარდაშვილი და თამუნა ბლიაძე „შაბათის ეთერში“ საქართველოს ნაკრების მეკარის კარიერაზე და მის პიროვნებაზე ისაუბრეს.

არ მინდოდა, რომ ფეხბურთელი ყოფილიყო. ვეხვეწებოდი, ფეხბურთს დაანებე თავი და სწავლას მიხედე, ხომ შეგიძლია-მეთქი“ – იხსენებს დედა.

თამუნა ბლიაძე ბრაზდება, როცა სოციალურ ქსელში წერენ, რომ გიორგი ცივია, ემოციების გამოხატვა არ შეუძლია და არ იღიმება.

„თვითონ არის ასეთი, შეიძლება ხელი მოგკიდოს და თითქოს ჩაგეხუტა. ყველას ხომ არ შეუძლია და ამაზე სოციალურ ქსელში წერენ ხოლმე „ვინ არის ეს ხე?“. არ არის ასეთი. სტადიონზე რაც ჩანს, 360 გრადუსით სხვა ადამიანია სახლში. კარგი იუმორი აქვს, ვკვდებით ხოლმე სიცილით ყველანი“, – ამბობს თამუნა ბლიაძე.