“მერიდება თუ რა მიჭირს არ ვიცი არ შემიძლია ვუთხრა რომ მიყვარს, მეც მიყვარხარ დედა“

166

33 წლის მუსიკოსი, ჯგუფ „ურსას“ სოლისტი გიორგი ძოწენიძე, გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დედაზე საუბრობს.  

ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი – ასე ახასიათებს დედას მომღერალი სალომე კახეთელიძის რუბრიკაში -„დედას“.

გიორგი ძოწენიძე მშობელზე ემოციურად საუბრობს და ამბობს, რომ დედას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი აქვს.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც დედა ყოველთვის მაძლევს, ეს არის რომ შესაძლებლობები უნდა გამოიყენო ადამიანმა. რა შესაძლებლობაც ჩნდება ჩემს ცხოვრებაში, ყოველთვის ვცდილობ, რომ გამოვიყენო და არ გავექცე. მერიდება თუ რა მიჭირს არ ვიცი, არ შემიძლია ვუთხრა, რომ მიყვარს.

იგივე რომ თქვას ჩემმა შვილმა ალბათ გავგიჟდებოდი მაგრამ, რა ვქნა… დედას გამოუჩენია ინიციატივა და უთქვამს დე ძალიან მიყვარხარ და მერე მეც ვუპასუხე – მეც მიყვარხარ დედა…“ – იხსენებს გიორგი ძოწენიძე.