საფრანგეთის პირველი ლედი, 71 წლის ბრიჯიტ მაკრონი არჩევნებზე ქმრის პოლიტიკური პარტიის ფერებში შეიმოსა
საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა, როცა ის ფოტოგრაფებმა საარჩევნო უბნის დატოვებისას გადაიღეს. მაკრონმა ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო მონაწილეობა. მას მხარს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და წამყვანი პარტიის ლიდერი, ემანუელ მაკრონი უმშვენებდა.
ბრიჯიტ მაკრონმა ამ დღისთვის არჩევანი სპეციალურად ლურჯ ფერზე გააკეთა. ერთის მხრივ, ლურჯი ნაწილობრივ საფრანგეთის დროშის ფერს განასახიერებს, ხოლო მეორეს მხრივ, ის ემანუელ მაკრონის პარტიის, „Renaissance“-ის მთავარი ფერია.
71 წლის ბრიჯიტმა ლურჯ პიჯაკს ამავე ფერის შარვალი და ზუსტად ანალოგიური ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ის როგორც ყოველთვის, დახვეწილი და ელეგანტური იყო.