ვინ არის გიორგი გოჩოლეიშვილის უმშვენიერესი მეუღლე – ქართველი ფეხბურთელის პირადი ცხოვრება

487

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების მიღწევებზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, თუმცა, ფართო საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო მაინც მათი პირადი ცხოვრებაა. 

დღეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის პირად ცხოვრებაზე, გიორგი გოჩოლეიშვილზე გიამბობთ. 23 წლის ფეხბურთელის უმშვენიერესი მეორე ნახევარი ანა ოქრუაშვილია. წყვილი ერთ შვილს, ვაჟს ზრდის, რომელიც მარტში შეეძინა. პატარას ალექსანდრე დაარქვეს.

 

„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ! ეს ჩემი პირველი შვილია და უბრალოდ, ვერ ვპოულობ სიტყვებს სიხარულის გამოსახატად,“ – წერდა ახალშობილის მამა.

გიორგი და ანა უკრაინაში ცხოვრობენ.

2022 წლის ნოემბერში გოჩოლეიშვილმა უკრაინის პრემიერლიგის გრანდ დონეცკის  „შახ­ტარ­თან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომ­ლის ათ­ვლაც 2023 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო.

მისი დებიუტი კლუბის რიგებში 2023 წლის 28 თებერვალს საფეხბურთო კლუბ „მინაის“  წინააღმდეგ შედგა.