მომღერალ ლელა წურწუმიას შვილი მარიამ მამულაშვილი სოციალურ ქსელში დედასთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს გვიზიარებს. როგორც მარიამი წერს, ლელა მისი საუკეთესო მეგობარია, რომელმაც ცხოვრების რთული პერიოდები გადაატანინა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ დე, მადლობა რომ რთული პერიოდები გადამატანინე, საუკეთესო მეგობარი ხარ ჩემი, მადლობა რომ შვილად ამირჩიე შენს გარეშე ბევრ რამეს ვერ შევძლებდი, მიყვარხარ, მეიმედები“, – წერს მარიამ მამულაშვილი.