“არც სარკეში ვიხედები, არც განვიცდი ასაკს… ომში წასვლაც შემიძლია“ (ვიდეო)

132

78 წლის პოლიციის პოლკოვნიკი, ციცო კიკალიშვილი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ასაკის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, სარკეში სულაც არ იხედება და არც ასაკს განიცდის.

„სახლში მუსიკას ვუსმენ, ვვარჯიშობ, ვცეკვავ, შემდეგ ყავას ვსვავ, სიგარეტს ვეწევი. მიყვარს წიგნების კითხვა. ვკითხულობ ვაჟას ან ლადო ასათიანს. სარკეში არც ვიხედები და არც ასაკს განვიცდი. ვამბობ, რომ არ დავბერებულვარ“, – ამბობს ციცო კიკალიშვილი.