“55 წელი შეუსრულდა, ჩემს უმაგრეს მამუკა გელაშვილს გაუმარჯოს იმიერ საქართველოში“

107

ნატო გელაშვილი გარდაცვლილ ძმას იუბილეს ულოცავს.

ამის შესახებ ნატო სოციალურ ქსელში წერს და ემოციურ სტატუსს გვიზიარებს.

„დღეს იმ ბიჭის დღეა რომელიც მესამყაროება, მიუხედავად 11 წელი ტკივილის..უსაშველო მონატრების და მის გარეშე გატარებული ყოველი დღის, წუთის თუ წამის, მაინც ყველაზე ძვირფასი რჩება ჩემთვის…დღემდე მისი იმედი მაქვს რომ არაფერს გამიჭირვებს, დღემდე  ჩემი სულის ამოთქმაა და დღემდე უსაშველოდ მიყვარს.

ეს ის შემთხვევაა როცა „და ძმისთვისაო“ არ ვეთანხმები…ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით

დღეს 55 წელი შეუსრულდა.

ჩემს უმაგრეს მამუკა გელაშვილს გაუმარჯოს იმიერ საქართველოში

მიყვარს,“ – წერს ნატო.