2023 წლის 14 ივლისს, 39 წლის ასაკში, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა.
მარიკუნა მიქატაძის შვილი ირინა ქიქოძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომლითაც დედის გარდაცვალების 1 წლისთავს ეხმაურება.
„დღეს თითქოს ძალიან სწრაფად გავიდა ერთი წელი, რასაც ვერ ვიტყოდი ტკივილზე, რომელიც მას მოჰყვა და დრო და დრო უფრო და უფრო მძიმდება. მახსოვს როგორ ველაპარაკე ზუსტად ერთი წლის წინ დედაჩემს. გრძნობას, რომელიც ამის გახსენება იწვევს უდიდეს სიცარიელეს და განცდას აღვივებს ჩემში. ყოველი დღე შენთვის არის დე, შენ ჩემთვის ხარ ყოველთვის ცოცხალი“, – წერს ირინა ქიქოძე.