წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი გიორგი მამარდაშვილის ჯვრისწერის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა და მისმა რჩეულმა, ელენე ეპიტაშვილმა ხელი მოაწერეს.
წყვილმა ჯვარიც დაიწერა და ბედნიერი დღის დამაგვირგვინებელი წვეულება ლისი ივენთ ჰოლში გამართეს.
აღსანიშნავია, რომ წყვილი პატარას მოლოდინშია და ისინი მალე გოგონას მშობლები გახდებიან.
„ჩვენი ქვეყნის სიამაყის გიორგი მამარდაშვილისა და ელენე ეპიტაშვილის ჯვრისწერა ღვთაების მამათა მონასტერში ჩვენი ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა აღასრულა“, – წერს წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარი ფეისბუკგვერდზე და ჯვრისწერიდან ფოტოს გვიზიარებს.