მუსიკალურ ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. ირაკლი ნოზაძის ქალიშვილის, ნიაკოს ვიდეოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ვიდეოებში, ნიაკოსთან ერთად, ასევე ხშირად ვხედავთ ირაკლის მეუღლეს, ია დუდაშვილსაც.
ამჯერად ია დუდაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და მას ემოციური სიტყვებით მიმართავს:
„ყველა ადამიანი ვიღაცისთვის იბადება, რა კარგია, შენ რომ ჩემთვის დაიბადე“ – წერს ია დუდაშვილი.