“ჩემი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატზე მყავდა მიერთებული”

92

მარიკო ებრალიძემ საკუთარი ცხოვრების რთულ პერიოდზე ჟურნალ “გზაში” ისაუბრა.

”სიმღერაა ჩემი “წამალი”. ჩემი პროფესიის სახით, მხარზე თითქოს ანგელოზი მაზის და რომ მშველის, ეს არაერთხელ დაუმტკიცებია. გითხარი, პროექტის “მიმღერე” ჩაწერები ჩემი ოჯახისთვის ძალიან რთულ პერიოდში მიმდინარეობდა. ჩემი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში, აპარატზე მყავდა მიერთებული, მე სცენაზე გავდიოდი და ვმღეროდი, მართლა მავიწყდებოდა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიყავი. შვილი როგორ უნდა დაგავიწყდეს, ეს ხომ წარმოუდგენელია? მხოლოდ კონცერტის დროს მავიწყდება ყველანაირი ტკივილი. მქონდა შემთხვევა, კისერი ისეთი გაშეშებული მქონდა, გვერდზე ვერ ვხრიდი, ხელს მაღლა ვერ ვწევდი, გავედი სცენაზე და კისერიც მოვატრიალე, ხელიც ავწიე და არ მეტკინა. სცენიდან გასულს კი ისევ აუტანელი ტკივილი მქონდა, ეს ხომ სასწაულია?!”