“ჩემი ქმრის შვილები ვერ მიტანენ “მოსამსახურეს” მეძახიან, ორი ძმა დღემდე არ ელაპარაკება… უმა თურმანი რომ გეყოლება “გერლფრენდად” და კახელ ცისნამას მოიყვან ცოლად, შოკია”
ცისნამი საყვარლიშვილი ამერიკაში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. წლების შემდეგ შეძლო და თან წაიყვანა შვილი, რომელიც მომავალი კალათბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ცხოვრების გზის შესახებ ინტერვიუებში არაერთხელ მოუყოლია, ამჯერად მის შესახებ ისეთ დეტალებს, რომელზეც აქამდე არ უსაუბრია:
„ჩემი მეუღლე გავიცანი სამსახურის ინტერვიუზე. ის ახალ ასისტენტს ეძებდა დედამისისთვის. ძველი ასისტენტი პენსიაზე გავიდა. ქალბატონი ფილას როტშილდი ხუთ ორგანიზაციას მართავდა, მან დააარსა “დულა” – პროგრამა მოხუცი ადამიანებისთვის, რომლებსაც მარტოობაში უწევდათ გარდაცვალება და არავინ არ ჰყავდათ გვერდით.
სიყვარულით არ დავქორწინებულვართ, თუმცა ასე დაუკითხავად და დაუფიქრებლად მეწვია ეს გრძნობა და დამაბრმავა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ მამის ხელა კაცი თავდავიწყებით შემიყვარდებოდა. კარგმა ურთიერთობამ, სითბომ, ყურადღებამ, პატივისცემამ და დაფასებამ მოიტანა ეს ყველაფერი. მარტო მყოფ ქალს მეტი რა უნდა? – სითბო და ყურადღება. მარტივი არ იყო და არის ჩვენი ურთიერთობა, რადგან დღემდე ვიღებ საშინელ შეტყობინებებს ხალხისგან, რომ მე ახალგაზრდა გოგო ვარ და უფრო მეტს ვიმსახურებ, რომ ამ კაცთან მარტო ფულის გამო ვარ და სხვა არაფერი. ფული რომ არ ჰქონდეს არ გეყვარებოდაო. აი, რა იცით, თქვენ? – სიყვარულმა ეს ყველაფერი არ იცის. ისე ვარ მინდობილი ამ ადამიანს, რომ ნებისმიერ მდგომარეობაში მშვიდად ვიცხოვრებდი მასთან.
ორი ძმა დღემდე არ ელაპარაკება, რადგან მათთვის მიუღებელი იყო დედამისის დამხმარეს ცოლად მოყვანა. ორივე სნობი ადამიანია და თავში აქვთ ავარდნილი ფული, კლასი, კარგი ცხოვრება. ჩემი მეუღლე ყველანაირ ოჯახურ შეხვედრებს, დღესასწაულებსა და ზეიმებს ჩამოაშორეს. ვერ ხვდებიან, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ იყო ბოროტი და ცუდი ადამიანი. სამაგიეროდ მესამე ძმას ვუყვარვარ და ჩემი დიდი გულშემატკივარია. საუბედუროდ ყველას ვერ ეყვარები.
სამწუხაროდ, ჩემი მეუღლის შვილები, ისევე როგორც ის ორი ძმა, დასანახავად ვერ მიტანენ. ორივეს ვძულვარ და ვეზიზღები. რომ ჰკითხო რატომ, გეტყვიან, რომ მე მათი ოჯახის შესაფერისი არ ვარ.
ასევე ახალგაზრდა ვარ, შვილის გაჩენა შემიძლია და ამათ ის ვერ მოუნელებიათ, რომ მამამისის ქონებაში შევეცილები და ახლა კიდევ შვილი რომ გავაჩინო, ჩემს შვილსაც ზუსტად იგივე უფლებები ექნება, როგორც მათ.
გულახდილად გეტყვი, შტერი ვარ, ან აქამდე, ამდენი ხანი რატომ ვიცდიდი. უკვე უნდა მყოლოდა შვილი. აქამდე ღმერთისთვის და სამყაროსთვის არ მითხოვია, ახლა კი მუხლებზე დამხობილი ვთხოვ, რომ ერთი ჯანმრთელი ბიჭი მაჩუქოს, რომ ალექსანდრეს თავისი ოცნება ავუსრულო, როგორც მან ამიხდინა ყველა ოცნება და მომავალი პატარა “ბარონი” ვაჩუქო. ღმერთო, დამლოცე და ბავშვი მაჩუქე. გოგოებს სასტიკად არ უნდათ, რომ ჩვენ შვილი გვყავდეს. პატარა 20 წლის გოგონა ყველა ხრიკს იყენებს, ყველაფერს ცდილობს, რომ ჩვენს ურთიერთობაში პრობლემები შექმნას, მაგრამ სიყვარული ყველანაირ ბოროტებაზე ძლიერია და მაღლა დგას. სიყვარული ყოველთვის გაიმარჯვებს და დაამარცხებს ბოროტებას. ძალიან რთულია, როცა შენი ქმრის შვილები “მოსამსახურეს” გეძახიან, გამცირებენ, გაბულინგებენ, მაგრამ მე დიდი ადამიანი ვარ და ამ ყველაფერს ღირსეულად ვიტან. მათთან ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს და ჩემი ბედნიერებისთვის ასე ჯობია. ბევრჯერ ეცადა ალექსანდრე ჩვენი ოჯახის გაერთიანებას, მაგრამ მათი სნობური და თავში ავარდნილი საქციელების გამო ვერ მოახერხა. არ უნდათ! ვისაც მე არ ვუნდივარ, მეც არ მინდა! ჩემს გარეშე აქვს ჩემს ქმარს მათთან ურთირთობა. 7 წელია ქორწინებაში ვართ და დღემდე არ მაღიარებენ, როგორც მამამისის ცოლს. იმხელა ზიზღი აქვთ, რომ მეცოდებიან. წარმოიდგინე ცხოვრობდე ზიზღით და ბოროტებით, რამხელა ტვირთია.
რა გითხრათ აბა, კაცს უმა თურმანი რომ გეყოლება გელფრენდად და მერე კახელ ცისნამას მოიყვან ცოლად, არის შოკი შვილებისთვის და ოჯახისთვის, აბა არ არის?! ასე იქნებოდა საქართველოშიც“ – განუცხადა “ამბებს” ცისნამი საყვარლიშვილმა.
ambebi.ge