„ჩემი ქალაქი, ჩემი კლუბი, ჩვენი ამბავი ამით არ დასრულებულა, ოცნება რეალობად იქცევა“ – ამის შესახებ ყველასთვის საყვარელი, ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს და ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.
ფოტო გულშემატკივრების უდიდეს მოწონებას იმსახურებს, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები წერენ, რომ ბომბარდირი შეუდარებელია.
„მეფე ჟორჟი… გვიყვარს ბომბარდირი… სახლში დაბრუნებას გილოცავთ…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი „ლიონმა“ 18 ივლისს ოფიციალურად დაადასტურა და ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა კადრები ტექსტით: „ის აქ არის და ის იდეალურია“.