“ყველაზე ციმციმა ვარსკვლავები გყავს ლაშა”

72

გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი ქართველი სპორტსმენი, ლაშა ტალახაძე გამომწერებს სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ ოჯახურ ფოტოს უზიარებს. ფოტო ავტომობილშია გადაღებული.

ფოტოში ჩანს, რომ ქართველი სპორტსმენი უსაყვარლეს გოგონებთან ერთად არაჩვეულებრივ განწყობაზეა.

ლაშა ტალახაძის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, გამომწერები პატარა გოგონების მიმართ სიყვარულს გამოხატავენ:

„ყველაზე ციმციმა ვარსკვლავები გყავს ლაშა… ბუთქუნა გოგონები… ჩემო სიყვარულებო

აუ რა საყვარლები არიან ეს პრინცესები… ბედნიერება“ -წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ცნობისთვის, ლაშა ტალახაძეს და მის მეუღლეს ანუკი დემურიას სამი უსაყვარლესი გოგონა ჰყავთ.