“ალბათ წარმოგიდგენიათ ეს ბიჭი როგორ გვეყვარება“ – საუკეთესო მეგობრის ქორწილი, სქესის გაგების ცერემონია და ნუცა თოფურიას ემოციები
მომღერალი ნუცა თოფურია „ინსტაგრამის“ გამომწერებს ემოციურ კადრებს უზიარებს.
საუბარია ცნობილი ინფლუენსერის, ლიზი ქონიაძის ქორწინების წვეულებაზე გადაღებულ კადრებზე, სადაც ახლად დაქორწინებულმა წყვილმა ბავშვის სქესი ქორწილში გაიგო.
ცნობილ წყვილს, სულ მალე ბიჭი შეეძინება.
აღსანიშნავია, რომ პატარძლის მეჯვარეები მომღერლები ნუცა თოფურია და მარიამ შენგელია იყვნენ.
„ალბათ წარმოგიდგენიათ ეს ბიჭი როგორ გვეყვარება“ – წერს ნუცა თოფურია „ინსტაგრამის“ „სთორიში“.
ნუცამ გამომწერებს კიდევ ერთხელ გაუზიარა მეგობრის ქორწინების ამსახველი კადრები. როგორც კადრებში ჩანს, წვეულებას საზეიმო ელფერი მომღერლებმა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეებმა, ასევე ზუკა ხუციშვილმაც შესძინეს. ქორწილს ასევე ესწრებოდა ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე.