ბრიჯიტ მაკრონი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი პირველი ლედი, არც ამჯერად ღალატობს ტრადიციას. საფრანგეთის პირველი ლედი ლუვრში გამართულ ღონისძიებაზე ბრწყინავდა საყვარელი ბრენდის „ლუი ვიტონის“ ორბორტიან თეთრ პიჯაკსა და ქვედაბოლოში. თეთრ პიჯაკს ულამაზესი ოქროსფერი ღილები ასრულებდა, ხოლო თავად მაკრონის ანსამბლს, თეთრი ფეხსაცმელი და ჩანთა.
71 წლის საფრანგეთის პირველი ლედი აქტიურად იქნება ჩართული პარიზის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო საკითხებში, ამდენად მას სულ უფრო ხშირად ვნახავთ.