„მერვე თვე დაიწყო ბიჭო! სულ თითო-თითო დღედ შეგვიძლია მოგიყვეთ ეს რვა თვე! გელოდებით! არ დავიღლებით!“
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
რეჟისორი მეგობრის, ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება.
რეჟისორი ზურა ბერიკაშვილთან ერთად გადაღებულ ერთობლივ ფოტოებს ავრცელებს და მეგობარს ემოციურ სტატუსს უძღვნის:
„მერვე თვე დაიწყო ბიჭო! მერვე თვე!!! სულ თითო-თითო დღედ შეგვიძლია მოგიყვეთ ეს რვა თვე!!! ძალიან რთულ გამოცდას გვიწყობ ძმაო! გელოდებით! არ დავიღლებით! ღმერთო, გადმოგვხედე კეთილი თვალით!“ – წერს დიმიტრი ღვთისიაშვილი.