ცხოვრებაში ახალი სტიმული მიეცა… დიდი ტკივილის შემდეგ, ამ ამბავმა გააცოცხლა…“

449

მომღერალი ზუკა ხუციშვილი ახლახან მამა გახდა, ქვეყანას ახალი სიცოცხლე მოევლინა, სახელით და გვარით – გიო ხუციშვილი.

„სახელზე ოჯახში მსჯელობა არც ყოფილა, ბავშვის სქესი რომ გავიგეთ, თითქოს ყველანი უსიტყვოდ შევთანხმდით”, – ამბობს ახალბედა მამა და ემოციებს ჟურნალ „გზას“ უზიარებს, მათ შორის საუბრობს იმის შესახებაც, თუ როგორია გიო ხუციშვილის დაბადება მაია ჯორჯაძისთვის.

– მაია ბებოსთვის განსაკუთრებით ემოციური იქნება, არა?

– დედაჩემი მეცხრე ცაზეა სიხარულისგან, ცხოვრებაში ახალი სტიმული მიეცა; დიდი ტკივილის შემდეგ, ამ ამბავმა გააცოცხლა. ახლობლებსაც ერთი სული აქვთ, როდის მოვლენ, ჩაეხუტებიან. ჩვენს სახლში ახალი ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ძალიან ჰგავს იმას, რასაც გიო აკეთებდა. ჩვენს სახლში ისევ სიყვარულია.