ლადო ბურდული მძიმე ავარიაში მოყვა: „ახლობელი აღმოჩნდა იქვე და მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანეს…“

230

ლადო ბურდული ჟურნალ „თბილისელებს“ იმ მძიმე ავარიის შესახებ უყვება, რომელშიც მცირე ხნის წინ მოყვა:

„ეს ავარია, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. აღმართზე მოვდიოდი, ნორმალური სიჩქარით, მაგრამ მაინც რაღაც ისე არ გამოვიდა მუხრუჭთან დაკავშირებით და სახე საშინლად დავარტყი. შედეგად, ცხვირი ჩამომივარდა, პირდაპირი გაგებით, არ ვაჭარბებ, დავინახე, რომ ცხვირი სახეზე მომეშალა. ახლობელი აღმოჩნდა იქვე და მაშინვე საავადმყოფოში წამიყვანეს. იქ ცხვირი გამიკერეს, სახის ძვლების მრავალჯერადი მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღმომაჩნდა., აქედან გამომდინარე, თითქმის ერთი თვეა, მთელ დროს სულ სიმშვიდეში ვატარებ.

როგორც ექიმმა მითხრა, გადარჩენილი ვარ, რომ ნესტოებიც არ დამიზიანდა. მიმაკერეს ჩამოვარდნილი ცხვირი…“