ნინი გოგიჩაიშვილი პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და მაყურებელს სიახლის შესახებ უყვება.
როგორც ნინი ამბობს, ის შეყვარებულია და თავს ბედნიერად გრძნობს.
„ვარ ძალიან ბედნიერი – მყავს ადამიანი, რომელთანაც, ვფიქრობ, რომ გავაგრძელებ ცხოვრებას ბოლომდე. ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენც ცხოვრებას ერთმანეთს დავუკავშირებთ. ეს არსად არასდროს არ მითქვამს და თქვენ გეუბნებით. ვფიქრობ ის ადამიანიც იმსახურებს, რომ მასზე რამდენიმე სიტყვა ვთქვა.
მას მთელი ჩემი ოჯახი ძალიან კარგად იცნობს. წლებია ერთად ვართ და ეს ახლობლებისთვის საიდუმლო არ არის. არ ჩავთვალე, რომ ეს ყველასთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო“, – ამბობს ნინი გოგიჩაიშვილი.