ნინი შერმადინი მერაბ სეფაშვილის ნიუ იორკულ კონცერტში მონაწილეობს

66

ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მერაბ სეფაშვილის ამერიკული კონცერტის შესახებ ბმულს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებამდე, სადაც თავადაც მონაწილეობს, ცოტა დრო რჩება. კონცერტი 13 ოქტომბერს შედგება, ბილეთები კი ჯერ კიდევ იყიდება:

„მეგობრებო, სულ ცოტა დრო რჩება მერაბის კონცერტამდე. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მექნება საშუალება მის გვერდით, ერთ სცენაზე ვიმღერო, ჩემს უსაყვარლეს კოლეგებთან და მეგობრებთან ნოდიკოსთან და ლიზასთან ერთად. საოცარი კონცერტი გელოდებათ – „ზღაპრის ბოლო კეთილია“.