„ჯვარი სპორტულებში დავიწერე…“ – ვინ არის ტატო გრიგალაშვილის უმშვენიერესი მეუღლე

152

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ) ნახევარფინალში იჭიდავებს.

24 წლის ქართველმა მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მაჰმადბეკოვს დამატებით დროში ვაზარით სძლია. გრიგალაშვილი ფინალში გასასვლელად სამხრეთ კორეელ ლის დაუპირისპირდება – ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება. ახლა მთელი საქართველო (და არა მხოლოდ) ელოდება, რა შედეგს დადებს ქართველი ფალავანი.

წარმატებული კარიერის პარალელურად, ცნობილია, რომ სპორტსმენი ასევე კარგი მეუღლე და მამაა.

მისი მეორე ნახევარი თაკო გოგოლაძეა. წყვილმა სამი წლის წინ დაიწერა ჯვარი და ერთ შვილს ზრდის.

„გიჟური ისტორიის მთავარი გიჟობა – უცებ დავიწერე ჯვარი „ადიდასის“ სპორტულებში – 11:08:2020. ჩვენს შორის ღმერთმა გაიარა“ – თქვა თაკო გოგოლაძემ.