“ქედს ვიხრი შენს წინაშე, თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა“ – კბილაშვილის დედის ემოციური მილოცვა ლაშა ბექაურს

437

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. აღნიშნულს მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალური ქსელით ეხმაურება და ლაშას გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავ ჩემო ლაშა 🇬🇪

თუ როდისმე სიხარულის ცრემლი წამომივიდოდა ვეღარ წარმომედგინა, მაგრამ ახლა ვტირი სიხარულით, შენ ჩემი შვილის გულშემატკივარი იყავი, დღეს მე ორმაგად გგულშემატკივრობ ჩემი და ლევანიკოს სახელით 🇬🇪 ❤️ „“რა მაგარი კაციაო“ – ამბობდა, ხოდა გაგიმარჯოს „მაგარო კაცო“ ❤️

ქედს ვიხრი შენს წინაშე…

მადლობა ამ სიხარულის ცრემლებისთვის შვილო ❤️🇬🇪“, – წერს მელიტა ფურცელაძე.