თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი იუბილარია

31

ტელეწამყვან თიკა ფაცაციას უფროსი ვაჟი იუბილარია. ანდრო ანთელიძეს დღეს 24 წელი შეუსრულდა. ტელეწამყვანი იუბილარ შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის.

„დე მიყვარხარ ძალიან, ბედნიერი და ჯანმრთელი მყავდე მუდამ. ანდრო 24“, – წერს თიკა და ემოციურ კადრებს გვიზიარებს.

ცნობისთვის, თიკა ფაცაცია სამი შვილის დედაა. მისი მეუღლე დავით ანთელიძეა, რომელზეც 17 წლის ასაკში დაქორწინდა.