ისინი ჩემთვის არიან მისაბაძი ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად დავუძახებ გმირებს! – ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საპატრულო სამსახურის თანამშრომლების შესახებ წერს, რომლებმაც მაშველების მოსვლამდე და-ძმა გადაარჩინეს.
თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო.
სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა, გიორგი რომანიშვილმა და ბესიკ გულოშვილმა 100 მეტრი იცურეს და ბავშვები გადაარჩინეს.
ისინი ჩემთვის არიან მისაბაძი ადამიანები, რომლებსაც თავისუფლად დავუძახებ გმირებს! მადლობა მათ, ეს ამბავი ყველამ უნდა იცოდეს – წერს ბესო ჩუბინიძე.