“კარგად მომატყუეს… რაც უფრო ფართოდ გაშლი ხელებს მით უფრო დიდ ფართობზე გადაგივლის ადამიანი“

155

პლასტიკური ქირურგი ციცინო შურღაიაერთ-ერთ ინტერვიუში პირადი ცხოვრების აქამდე გაუხმაურებელ დეტალებს ჰყვება.

როგორც ტავად ამბობს, ამ ეტაპზე ცხოვრობს მხოლოდ პროფესიით და მარტოა.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ  ბესო კანდელაკს ბევრი დრო დაუთმო, ციცინო შურღაია პასუხობს:

„რაც მოხდა, იმას ვერ შევცვლით. ამაზე რომ ვიდარდო, კიდევ ბევრი ემოცია უნდა დავხარჯო. დრო რომ უკან დავაბრუნო, შეიძლება იგივე გამეკეთებინა. რაც უფრო ფართოდ გაშლი ხელებს, მით უფრო დიდ ფართობზე გადაგივლის ადამიანი. სიყვარულის ნიჭი მაქვს. დიდი დანაკარგი არის ადამიანი, რომელსაც უყვარხარ. დღეს ძალიან ნაკლებად ვინმეს ვინმე უყვარდეს. უფრო დიდ დანაკარგში ის იყო, იმიტომ რომ მე მიყვარდა, მას ალბათ არა. ჩვეულებრივი მანიპულატორი იყო და მარტო არ იყო, ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ…

მაშინ სხვა გეგმები მქონდა. 37 წლის ასაკში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და ვფიქრობდი, აკადემიკოსი გავხდები -მეთქი. ამ ინერციით მივდიოდი. მაგრამ მერე ასე მოხდა..

ამ ურთიერთობას დავასათაურებდი, რომ „კარგად მომატყუეს“. ბოლოს ჩემი თავი გადავარჩინე, თორემ ახლა აქ არ ვიქნებოდი და ჩემ სახლში სხვები იცხოვრებდნენ. არ ვნანობ, რომ სხვა ურთიერთობა არ დავიწყე.

ერთხელ მატკინეს, ორჯერ და მესამედ აღარ გინდა ადამიანს. ე.ი. არ გამოგდის ეს საქმე და უნდა დაანებო თავი. მე ჩემი თავის რეალიზებას პროფესიაში ვახდენ. მარტო თავს კარგად ვგრძნობ. კაცებმა იმდენი ტკივილი მომაყენეს, მაღაზიაში რომ შევდივარ და მამაკაცის ტანსაცმელს ვხედავ, ცუდად ვხდები...“. – ამბობს ციცინო შურღაია.