იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია თბილისშია. ცნობილია, რომ მალე პირველი შვილის მამა გახდება და ახლა სწორედ მეუღლის გვერდით იმყოფება.
ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „ვერონასთან” მიღებული ტრავმის შემდეგ, ხვიჩა საავადმყოფოში იმყოფებოდა, საბედნიეროდ, ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კლუბის ნებართვით, სამშობლოშია.