“როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა ადამიანმა ამხელა სიყვარულის დატოვება”

140

მსახიობი კახა მიქიაშვილი მღვდელ თეიმურაზ ქორიძის გარდაცვალებას ეხმაურება.

მიქიაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„როგორ მოახერხა ამ ახალგაზრდა ადამიანმა, ამხელა სიყვარულის დატოვება, საკმარისია ერთხელ ენახა ადამიანს და მისი ნათელი თვალები, უბრალოება, კეთილშობილება, წესიერება და დიდი გული არ დამახსოვრებოდა.

სამაგალითო მღვდელი და მეგობარი, ცხოვრობდა ისე, რასაც ქადაგებდა და ქადაგებდა ისე, როგორც ცხოვრობდა! ყველა გულში ჰყავდა და გულმა უმტყუნა…

დაუჯერებელი ტკივილია! ღმერთმა გაცხონოს ტკბილო მამა თეიმურაზ,“ – წერს კახა მიქიაშვილი.