„ერთი რამ ვიცი, იმას რასაც ლევან კბილაშვილი ორგანულად აკეთებდა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერ შეძლებენ, უბრალოდ არ გამოუვათ“

36

„დიდი ხანია თავს ვიკავებ ასეთი სტატუსის დაწერისგან, მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე… ჯერ კიდევ სანამ ლევანიკო ჩვენთან იყო, რაღაც ახალ სიმღერას გააკეთებდა, ახალი ინტერპრეტაციით, მოისმენდნენ მის ცოცხლად ნამღერს და სანამ ლევანი ამ სიმღერას ჩაწერდა, ვიღაც დაასწრებდა და მის ვერსიას სტუდიურს გახდიდა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლევან კბილაშვილის და, სალომე კბილაშვილი წერს და გარდაცვლილი მომღერლის ვიდეოს ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ფაქტზე ლევან კბილაშვილს გული სწყდებოდა, თუმცა არასოდეს უთქვამს საყვედური, თუ რატომ ჩაწერა ამა თუ იმ მომღერალმა სიმღერის ლევანისეული ვერსია მანამ, სანამ ლევანი თავადვე ჩაწერდა.

სალო კბილაშვილის თქმით, რასაც ლევანი ორგანულად აკეთებდა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერ შეძლებენ, რადგან მასავით უბრალოდ არ გამოუვათ.

„დიდი ხანია თავს ვიკავებ ასეთი სტატუსის დაწერისგან, მაგრამ უკვე ვეღარ მოვითმინე… ჯერ კიდევ სანამ ლევანიკო ჩვენთან იყო, რაღაც ახალ სიმღერას გააკეთებდა, ახალი ინტერპრეტაციით, მოისმენდნენ მის ცოცხლად ნამღერს და სანამ ლევანი ამ სიმღერას ჩაწერდა, ვიღაც დაასწრებდა და მის ვერსიას სტუდიურს გახდიდა.

ამის გამო ძალიან ბრაზდებოდა და გული სწყდებოდა ხოლმე, თუმცა ისევ ლევანის დიდი ადამიანობიდან გამომდინარე, არასოდეს უთქვამს არავისთვის, რომ მისი ვერსია იყო და რატო ჩაწერა… შემდეგი იყო უკვე ახალი ჯგუფი, რომელიც ლევანმა შექმნა “pan-geo levan kbilashvili” მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ქართულ სიმღერებს, ახლებურ ვერსიებს ასრულებდნენ, ესეც რა თქმა უნდა ლევანისეული ვერსიები იყო…

მუშაობდა ალბომზე, რომლის დასრულებას სამწუხაროდ თავად ვერ მოესწრო, მაგრამ მის დაბადების დღეზე ალბომი გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორიც მას უნდოდა 🥹❤️ ამხელა შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ლევანის სიმღერებს ალბომიდან , ან ისე შესრულებულს, რომლებიც ალბომში არ არის შესული, მაგრამ მისი სავიზიტო ბარათებია, ახლა სხვები ისე მღერიან, „გესიამოვნება” თითქოს, მათი ვერსიაა, მაგრამ სინამდვილეში ვისაც მოსმენილი აქვს ლევანის ნამღერი, ზუსტად მიხვდება ყველაფერს…

ხელის მოძრაობები, მანერები ჯდომის დროს, ჩაცმულობაც კი… მე არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ მწყინდეს ეს ყველაფერი, მაგრამ…. ერთი რამ ვიცი, იმას რასაც ლევანი ორგანულად აკეთებდა, რაც არ უნდა მოინდომონ, ვერ შეძლებენ, უბრალოდ არ გამოუვათ… მართალია შემიძლია ყველა მოვნიშნო, მაგრამ თავს შევიკავებ… უბრალოდ დავდებ რამდენიმე სიმღერას ლევანის შესრულებით და მიხვდებით ვის ვგულისხმობ… 😉 ალბათ თავადაც მიხვდებიან“ – წერს სალო კბილაშვილი.