თათია შარანგია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
”ჩემო საყვარელო მეგობრებო, გულშემატკივრებო,
სთორი გაიცანით ონლაინ პლატფორმაზე, შეიყვარეთ და მიიღეთ. რისიც მუდამ მადლობელი ვიქნები, მე გავაჩინე, შვილივით შევიყვარე და გავზარდე, (ძალიან მაგარ გუნდთან ერთად) სახელი – მე დავარქვი ☺️ ზოგს მოსწონდა, ზოგს არა, მუსიკას როგორ ვარჩევდით მახსოვს-დღეს მის გაგონებაზე ბევრს, სწორედ “სთორი” გახსენდებათ ☺️❤️ განვითარება განაგრძო Formula • ფორმულაზე. არაჩვეულებრივი კოლექტივი, პროფესიული წინსვლა მომიტანა არხმა რომელიც სთორი/Story”-ს სახლი გახდა, 4 წლის მანძილზე. შემდეგ იყო TVC • ტი-ვი-სი, უნიჭიერეს ადამიანებთან ერთად, მადლობა მინდა ვუთხრა მათ, არაჩვეულებრივი თანამშრომლობისთვის.
“სთორი”ს გარდატეხის ასაკი აქვს ☺️ მინდა ახალი ძალებით და შემართებით შევუდგე ახალ სეზონს. სად და როგორ ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს.
დიდხანს ვერ ვიქნები უთქვენოდ. ძალიან მალე დაგიბრუნდებით. უღრმესი მადლობა ვისაც “სთორი”ს შენებაში თითო აგური მაინც დაუდია ☺️ მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის, 400მდე გამორჩეულ სტუმარს კი – ნდობისთვის. დიდი მადლობა – ჩემს ოჯახს ❤️
”ძალიან მიყვარხართ! შეხვედრამდე 💫❤️“