“ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის პასუხს მაშინ აგებ, როცა ოქტაგონის გარეთ გნახავ” – დვალიშვილი შონ ო’მალის მიმართავს

137

ქართველი UFC მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი 15 სექტებერს ოქტაგონზე შონ ო’მალის დაუპირისპირდება. ო’მალიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:

„ყველა ქართველი დაბლები და უსუსურები ხართ?“ და ამაზე პოსტში ილია თოფურიაც მონიშნა.

ო’მალის პროვოკაციულ განცხადებას დვალიშვილმა ასე უპასუხა:

„ჩემი შეურაცხყოფა ერთია – ჩვენ პროფესიონალები ვართ, საკითხს ოქტაგონზე გადავწყვეტთ. მაგრამ, შენ და შენმა მწვრთნელმა უკვე ზღვარი გადაკვეთეთ. ჩემი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის პასუხს მაშინ აგებ, როცა ოქტაგონის გარეთ გნახავ.”